აშშ-საფრანგეთი

ჯონ კერი: აშშ ოლანდის საუბრებს არ უსმენს

NATO

ამერიკის დაზვერვა საფრანგეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრებს არ უსმენს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.

"ჩვენ სამიზნედ პრეზიდენტ ოლანდს და სხვა მეგობრებს არასოდეს ვაქცევთ" - თქვა ჯონ კერიმ.  მან აღნიშნა, რომ მოსმენა მხოლოდ კონკრეტული დასაბუთების შემთხვევაში, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში ხდება, თუმცა მან პარიზს გარანტია მისცა, რომ საფრანგეთის ოფიციალურ პირებს ამერიკული დაზვერვა არ უსმენს.

ვიკილიქსის საიტზე გამოქვეყნებულმა ახალი მასალების თანახმად,  ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო საფრანგეთის სამი პრეზიდენტის  - შაკ შირაკის, ნიკოლა სარკოზის და ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრებს უსმენდა.  პარიზმა ამერიკის ელჩი განმარტებისთვის დაიბარა. პრეიდენტმა ოლანდმა კი განაცხადა, რომ საფრანგეთი ვერ მოითმენს ქმედებებს, რაც მის უსაფრთხოებას ემუქრება. 

კომენტარები