ჩინეთი

ჩინეთმა რესტორნებიდან მაო ძედუნის მმართველობის დროინდელი 800 ტონა ხორცი ამოიღო

ენდი უორჰოლი. მაო ძედუნი

CNN-ის ცნობით ჩინეთის შემოსავლების სამსახურმა საწყობებიდან და რესტორნებიდან ათწლეულების წინანდელი 800 ტონა ხორცი ამოიღო. დაკავებული ხორცის ზოგიერთი შეკვრა 1970 წლითაც თარიღდება.

ხორცი ჰუნანის პროვინციის რესტორნებსა და სუპერმარკეტებს მიეწოდებოდა, ვადაგასული ხორცი ჩინეთის სხვა ქალაქებშიც აღმოაჩინეს. CNN-მა ხორცის სკანდალის შესახებ ცნობები ჩინეთის საშემოსავლო სამსახურშიც გადაამოწმა, რომლემაც ვადაგასული ხორცის კონფისკაციის ფაქტი დაადასტურა. 

ჩინეთის შემოსავლების სამსახურმა მაისში საკვების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით რეიდების დროს სულ 100 ათასი ტონა ვადაგასული ხორცი იქნა დაკავებული, რომლის საერთო ღირებულებაც $500 მილიონს აღემატება. 

ჩინეთში სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით რიგი პრობლემები არსებობს, გასული წლების მანძილზე ვადაგასული ხორცის გამოყენებისთვის ჩინეთში არსებული ამერიკული სწრაფი კვების ქსელები McDonald's, Starbucks და KFC-იც დააჯარიმეს. 

 

კომენტარები