ბაქოს ევროპული თამაშები

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

The fight of Loïc Pietri and Avtandil Tchrikishvili at the World Judo Championship in Brazil. August 2013.
AFP

ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე, ძიუდოში 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა, რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა და ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების დასაწყისში მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს და ჭრიკიშვილის გდების შემდეგ ვაზარი ნიფონტოვს მიაკუთვნეს, ქართველმა მეტოქე კიდევ ერთხელ დააგდო ტატამზე, გაფრთხილებაც მიაღებინა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ჭრიკიშვილმა ყველა შეხვედრა სუფთად მოიგო. ქართველმა ჯერ ბულგარელ ივაილო ივანოვს სძლია, შემდეგ ესტონელი ევგენი სალაიევი დაამარცხა, მოგვიანებით ბელორუსი ალიაქსანდრ სტსიაშენკა ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი გერმანელ სვენ მორესხს მოუგო.

კომენტარები