იური ვაზაგაშვილის საქმე

გია სოსანაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა ნაფიცი მსაჯულების პირობებში საქმის განხილვაზე უარი თქვა. 
დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვა, 13 ივლისს, 12.00 საათზე დანიშნა.  

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სოსანაშვილის უარი ნაფიც მსაჯულებზე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაცვის მხარე უფრო არგუმენტირებულია.

პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის თქმით კი, სასამართლომ მიიღო ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რაც ჯამში 9 ტომია. პროკურორის თქმითვე, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა დნმ-თან დაკავშირებული ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობაზე და ჩათვალა, რომ ექსპერტიზა კანონის სრული დაცვით არის ჩატარებული.

კომენტარები