კრიზისი საბერძნეთში

ევროკომისიის პრეზიდენტი: საბერძნეთის მთავრობამ გვიღალატა

საბერძნეთის მთავრობა საკუთარ თავშია დარწმუნებული და გვიღალატა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა.

იუნკერის თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საბერძნეთს დაეხმარონ, თუმცა ოფიციალური ათენი შეთანხმების პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებს. იუნკერის განცხადებით, ბერძენმა ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები თამაში არაა და აქ ორივე მხარე ან მოიგებს ან ყველა წაგებული დარჩება.

ცნობისთვის, საბერძნეთის მთავრობამ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა, რეფერენდუმი დანიშნა და ბანკები ერთი კვირით დაკეტა. ბანკების დახურვა მოსახლეობაში პანიკის გამო, მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა. ციპრასის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, რის გამოც, ქვეყანა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას.

ამასთან, საბერძნეთის მთავრობამ ათენში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ერთი კვირით გადასახადი გააუქმა. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება ბანკების დახურვას და თანხის გატანაზე შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება.

ევროკავშირი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ათენს რეფორმების გატარებას სთხოვს, რაზეც ქვეყნის მთავრობა წინააღმდეგია.

საბერძნეთში რეფერენდუმი 5 ივლისს გაიმართება.

კომენტარები