შსს

შსს ორთაჭალჰესის წყლის რეზერვის გაშვებას აპირებს და მეთევზეებს აფრთხილებს

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთევზეებს აფრთხილებს, ღამის 00:00-დან დილის 07:00-მდე თავი შეიკავონ მტკვარზე თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან. შსს საძიებო სამუშაოების გამო თბილისში, მტკვრის კალაპოტის დათვალიერების მიზნით, ორთაჭალჰესის წყლის რეზერვის გაშვებას აპირებს. ორთაჭალჰესის ხელმძღვანელის ვალერი ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნული მოქმედებები მდინარე მტკვრის დონის 15-20 სმ-ით აწევას გამოიწვევს ორთაჭალჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს.

13 ივნისის სტიქიის შემდეგ, სამ ადამიანს აქამდე ეძებენ.

კომენტარები