კრიმინალი

შსს: არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 20 წლის ახალგაზრდა 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რეზო ლ-მ ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 11 წლის თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. მომხდარის შემდეგ, არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით), რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

კომენტარები