უიმბლდონი 2015

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში გავიდა

qatartennis.org

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, უიმბლდონის ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემდეგ ჩაება და დღეს, 30 ივნისს პირველი შეხვედრა გამართა.

23 წლის ბასილაშვილმა მასზე ორი წლით უფროს არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს იოლად სძლია - 6:4, 7:6 (7:3), 6:2.

შემდეგ ეტაპზე ქართველის მეტოქე, ესპანელი ფელესიანო ლოპესისა და ბელგიელი სტივ დარსის წყვილის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში პირველად თამაშობს

კომენტარები