საბერძნეთი

ალექსის ციპრასი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ახალ ვალს ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: left.gr

ალექსის ციპრასმა დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროზონის ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტისგან, კერძოდ კი ევროპის სტაბილურობის მექანიზმისგან (ESM) დღეს დამატებითი ვალი მოითხოვა. ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) €1.6 მილიარდის მოცულობის ვალი დღეს ვაშინგტონის დროით 18:00-ზე უნდა გადაიხადოს. ESM-მა ციპრასის წერილის გამო დღეს ლუქსემბურგის დროით 19:00 ზე საგანგებო შეხვედრა დანიშნა, შეხვედრაზე საბერძნეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი უნდა გადაწყდეს.

ევროპის სტაბილურობის მექანიზმი (ESM) 2012 წელს ევროზონის წევრმა ქვეყნებმა დაარსეს, ორგანიზაციის მიზანი ევროზონაში ფინანსური სტაბლურობის შენარჩუნებაა. ორგანიზაციის უმსხვილესი წილის, ანუ 27%-ის მფლობელი გერმანიაა, რომელიც არსებულ პირობებში საბერძნეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევის წინააღმდეგია. ალექსის ციპრასი ESM-ისგან ახალ ვალს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ვალის გასასტუმრებლად ითხოვს. 

საბერძნეთს თავისი კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ქვეყანა არსებული გრაფიკის მიხედვით ვალის გადახდას 2054 წელს დაასრულებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები