რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

რუსეთი აპირებს, პატიმართა საქართველოსთვის გადმოცემაზე შეთანხმება გაწყვიტოს

რუსეთი აპირებს, საქართველოსთან გაწყვიტოს შეთანხმება იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ პატიმრობა და სასჯელს იხდიან. ინტერფაქსის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, შესაბამისი შეტყობინება ქართულ მხარეს გაუგზავნოს. მთავრობის შესაბამის დადგენილებას მედვედევმა ხელი უკვე მოაწერა.

ცნობისთვის, შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის 1996 წლის 19 მარტს გაფორმდა. შეთანხმების გაუქმების ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. მას ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლო.

კომენტარები