წყლის მილის დაზიანება

წყლის მილის დაზიანების გამო, მარჯანიშვილის ქუჩა დაიტბორა

Maka Razmadze/Fb.com

მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, ასფალტის საფარი ჩაინგრა. დაიტბორა მთელი ქუჩა. ქვეითები გზის მეორე მხარეს გადასვლას ვერ ახერხებდნენ. საპატრულო პოლიციამ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გადაკეტა.

ნიაღვრის შესაჩერებლად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებმა წყალმომარაგება გადაკეტეს. ნაკადი ამ დროისთვის შემცირებულია. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული ქსელის წყლისგან დაცლის შემდეგ, კომპანია ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს.

კომენტარები