საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის პრინცი ალვალიდი ქველმოქმედებაზე $32 მილიარდს დახარჯავს

Getty

მსოფლიოს მეოცე უმდიდრესმა ადამიანმა, საუდის არაბეთის პრინცმა ალვალიდ ბინ თალალ ალსაუდმა დღეს განაცხადა, რომ ქვემოქმედებისთვის მომავალი წლების განმავლობაში $32 მილიარდს დახარჯავს. 

Bloomberg-ის ცნობით, პრინცი ალვალიდი ამ თანხის დახარჯვას ინფექციური დაავადებების ელიმინაციისთვის, ბავშვთა სახლების, სკოლების და საავადმყოფოების მშენებლობისთვის, სტიქიური უბედურებებით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად და ქალთა სოციალური აქტივობის გასაზრდელად გეგმავს. პრინცი ალვალიდი გასულ წლებში ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. ბილ გეითსის ფონდთან ერთად მას უკვე დახარჯული აქვს $3.5 მილიარდი.

60 წლის პრინცი ალვალიდი საუდის არაბეთის უმდიდრესი მოქალაქეა, მისი ქონება $32 მილიარდით არის შეფასებული. მხოლოდ გასულ წელს პრინცის ქონება $3.4 მილიარდით გაიზარდა. პრინცი საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის Kingdom Holding Company-ის დამფუძნებელი და 95%-იანი წილის მფლობელია. Kingdom Holding-ი დღეისთვის ისეთი კომპანიების აქციებს ფლობს, როგორიცაა Citigroup (2%), Twitter (2%) და News Corporation (1%). 

პრინცი ალვალიდი ივნისში ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა, მთავრობის წარმომადგენლებმა პრინცს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს და საპრივატიზაციო ობიექტები დაათვალიერებინეს.

კომენტარები