პრობლემები ენერგეტიკაში

კალაძე: ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ზარალზე მუშაობენ

ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, დღეისთვის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ზარალზე მუშაობენ. კალაძე ამ სფეროში არსებულ პრობლემებს ლარის გაუფასურებას უკავშირებს. მინისტრმა ტარიფების სავარაუდო გაძვირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. საქსტატის მონაცემებით, ენერგეტიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უკვე მეხუთე კვარტალია, მცირდება. კალაძის მტკიცებით კი, არცერთ ინვესტორს პროექტი არ შეუჩერებია. ვიცეპრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს საქართველო-იტალიის პირველ ენერგოფორუმზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ უპასუხა.

"იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ტარიფის დათვლის შედეგად და გარდაუვალი იქნება ტარიფის გაზრდა, მაშინ მთავრობა შეიკრიბება. ეს მარტო ენერგეტიკის მინისტრის გადასაწყვეტი ვერ იქნება და არ უნდა იყოს. ერთად შეიკრიბება მთავრობა და მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით.

ინვესტიციებს რაც შეეხება, არცერთი კომპანია არ გასულა, არცერთ კომპანიას არ შეუჩერებია ინვესტიციების განხორციელება. ის, რაზეც თქვენ საუბრობთ [ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება], დამოკიდებული არის ლარის გაუფასურებაზე, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა კომპანიებს. სადისტრიბუციო კომპანიები დღეს არიან ზარალზე", - თქვა კალაძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის განაცხადი ამ დროისთვის შეტანილი აქვს კომპანია ენერგო-პროს. მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსახლეობის 70%-ს დენი გაუძვირდება.

კომენტარები