ბათუმის დინამო ევროპა ლიგაზე 2015

ბათუმის დინამომ ევროპა ლიგაზე სადებიუტო მატჩში კვიპროსის ომონია დაამარცხა

https://www.facebook.com/DinamoBatumi1923

2 ივლისს უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დებიუტი ჰქონდა ბათუმის დინამოს. კვიპროსის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, ნიქოზიის ომონიას ბათუმელებმა ზესტაფონში - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმით გიორგი გაბედავამ მე-40 წუთზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერების აზრით ბათუმის დინამო ერთმნიშვნელოვნად აუტსაიდერად მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, დინამოს ახლა რთული საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში უკვე კვიპროსში ელის.

კომენტარები