პატიმრის გარდაცვალება

სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა - ამის შესხებ ინფორმაციას საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 1957 წელს დაბადებული ზ.ზ. აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა გარდაცვლილის ოჯახს.

"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები