ქართველები ესპანეთში

ესპანეთში საქართველოს 32 მოქალაქე დააკავეს

REUTERS

ესპანეთში საქართველოს 32 მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ესპანეთის პოლიციამ მადრიდსა და ვალენსიაში ე.წ. ქართული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 200-ამდე პოლიციელი მონაწილეობდა.

მედიის ინფორმაციით დაკავებული ქართველები იმ კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც სახლების ძარცვაში, ნარკოტიკების გადატანასა და ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილები.

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა და იარაღი ამოიღეს.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქართველებიდან რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდია.

კომენტარები