სტიქია თბილისში

თბილისის საკრებულომ სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი დაამტკიცა

primetimenews.ge

თბილისის საკრებულომ სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი დაამტკიცა.

დამტკიცებული წესის თანახმად, დაზარალებულები ორ კატეგორიად გაიყოფიან. პირველ კატეგორიაში ის ხალხი მოხვდება, ვინც საცხოვრებელი სახლები დაკარგა და ეს სახლები არ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო მეორე კატეგორიაში ის ოჯახებია, რომელთა საცხოვრისებიც აღდგენას ექვემდებარება.

წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. პირველი, სულადობის მიხედვით ფართისთვის თანხის გამოყოფა და მეორე საბაზრო ღირებულებით იმ ქონების გამოსყიდვას, რაც დაზარალებულებს სტიქიის ადგილზე გააჩნდათ. დაზარალებულებს საშუალება ექნებათ აირჩიონ რომელი ვარიანტია მათთვის მისაღები.

საკრებულოს გადაწყვეტილებით ერთი და ორწევრიანი ოჯახებისათვის თანხობრივად გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის შესაბამისი კომპენსაცია, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისათვის 65 კვ.მ ფართის შესაბამისი კომპენსაცია. ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისათვის 90 კვ.მ. ფართის ბაზარზე საშუალო ფასის შესაბამისი კომპენსაცია, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისათვის 110 კვ.მ ფართის შესაბამისი კომპენსაცია.

დამტკიცებული წესის მიხედვით, ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ საოჯახო პაკეტისათვის თანხას. ერთი და ორწევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულია 8 000 ლარი, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის 8 700 ლარი, 5 და 6 წევრიანი ოჯახისათვის 9 400, ხოლო 7 და მეტი წევრიანი ოჯახისათვის 10 500 ლარი.

კომენტარები