საბერძნეთი

საბერძნეთის რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამო ევრო გაუფასურდა

ევრო დოლართან 1%-ით გაუფასურდა
Bloomberg.com

საბერძნეთის რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ევრო დოლართან მიმართებით 1%-ით გაუფასურდა. ევრო ასევე 1.9%-ით გაუფასურდა იაპონური იენის მიმართ ბრიტანული ფუნტის მიმართ კი ევრო 0.9%-ით გაუფასურდა. წინასწარი მონაცემებით საბერძნეთის მოსახლეობის 60%-მა კრედიტორების მიერ შეთავაზებულ გეგმაზე უარი განაცხადა, რაც უახლოეს მომავალში ევროზონაში პოლიტიკური და ფინანსური არასტაბილურობის მიზეზი შეიძლება გახდეს. 

რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით ხვალ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეხვედრას გამართავენ. საბერძნეთის კრედიტორები ბრიუსელში მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებისთვის ემზადებიან. 

მმართველი პარტია სირიზას სპიკერმა Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგბი პარტიას წინსვლისა და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების საშუალებას მისცემს. 

არა პასუხის გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთსა და მის კრედიტორებს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, რაც ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლითაც შეიძლება დასრულდეს. საერთაშორისო ანალიტიკოსები უკვე მიანიშნებენ, რომ ''არას" გამარჯვების შემთხევვაში საბერძნეთის დეფოლტი და ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლა შეიძლება გარდაუვალი იყოს. საბერძნეთმა 30 ივნისისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა, რითიც ფონდის კლასიციკაციით ვადაგადაცილებული ვადის მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ფონდი ქვეყანას დამატებით ფინანსურ დახმარებას ვალის დაბრუნებამდე აღარ გაუწევს. 

საბერძნეთში უკვე ერთი კვირაა ბანკები აღარ მუშაობენ, ქვეყანა ფინანსური კოლაფსის წინაშეა ამ დროისთვის უცნობია გაიხსნება თუ არა ორშაბათს ბანკები და ათენის ბირჟა. 

კომენტარები