საბერძნეთი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ციპრასმა კომპრომისის ერთადერთი გზა გადაჭრა

სიგმარ გაბრიელი (მრცხ.) იანის ვაროუფაკისი (მრჯვ.)
cnbc.com

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა სიგმარ გაბრიელმა 5 ივლისს განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგებით ქვეყანამ და მისმა მმართველმა ძალამ კომპრომისის ერთადერთი რეალური გზა გადაჭრეს. რეფერენდუმის წინასწარი მონაცემებით, მოსახლეობის 60%-მა მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ გეგმას. სიგმარ გაბრიელის თქმით, ალექსის ციპრასს საბერძნეთის მოსახლეობა უფრო მეტი გაჭირვებისა და უიმედობისკენ მიჰყავს.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი იანის ვაროუფაკისი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წარმატებით დასრულებას გეგმავს, თუმცა გერმანიის ეკონომიკის მინისტრის სიგმარ გაბრიელის თქმით, ევროზონის წესების დარღვევის შემდეგ საბერძნეთის პოზიცია, რომ მილიარდობით ევროზე მოხდება შეთანხმების მიღწევა, არადამაჯერებელია.

რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით ხვალ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეხვედრას გამართავენ. საბერძნეთის კრედიტორები ბრიუსელში მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებისთვის ემზადებიან. 

მმართველი პარტია სირიზას სპიკერმა Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგები პარტიას წინსვლისა და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების საშუალებას მისცემს. 

რეფერენდუმზე საბოლოოდ "არა" პასუხის გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთსა და მის კრედიტორებს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, რაც ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლითაც შეიძლება დასრულდეს. საერთაშორისო ანალიტიკოსები უკვე მიანიშნებენ, რომ "არას" გამარჯვების შემთხევვაში საბერძნეთის დეფოლტი და ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლა შეიძლება გარდაუვალი იყოს. საბერძნეთმა 30 ივნისისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა. ამის გამო ქვეყანა ფონდის კლასიციკაციით ვადაგადაცილებული ვადის მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ფონდი მას დამატებით ფინანსურ დახმარებას ვალის დაბრუნებამდე აღარ გაუწევს.

 

კომენტარები