სურსათის უვნებლობა

მაისურაძის თქმით, ზოგიერთი დეპუტატი სხდომას საზამთროთი მოწამვლის გამო აცდენს

medicalnewstoday.com

"ზოგიერთი დეპუტატი სხდომას მგონი იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი"- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა თემურ მაისურაძემ. კომიტეტზე სურსათის უვნებლობის საკითხები, კერძოდ კი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების ეტიკეტირების საკითხები განიხილებოდა.

"საზამთროს და ნესვის გამო ნახევარი თბილისი კუჭის აშლილობით დადის, როდესმე ვინმე შეამოწმებს, რა საზამთრო და ნესვი იყიდება? ბავშვი საზამთროს მთხოვს, მეშინია და ვერ ვყიდულობ. შარშან ჩემს ოჯახში სამჯერ მოწამვლის პრობლემა იყო. წელს ჩვენ არ გვიჭამია, მაგრამ მეზობლებს კუჭი აქვთ აშლილი და დარბიან. ზოგიერთი დეპუტატი სხდომას მგონი იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი"-განაცხადა თემურ მაისურაძემ.

კომენტარები