კრიმინალი

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1994 წელს დაბადებული დავით კ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაჩუკი თ. 6 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრნენ, გამყიდველს ძალადობის მუქარით საფულე, მობილური ტელეფონი, საქონელი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო მეოთხე განყოფილება აწარმოებს.

კომენტარები