2015 წლის ბიუჯეტი

ხადური: მე არ მესმის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის

ნოდარ ხადური
ტაბულა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, ეროვნული ბანკის შენიშვნები ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია. მინისტრს "არ ესმის" ის, რომ ეროვნული ბანკი ურჩევს მთავრობას და პარლამენტს გადასახადების გაზრდას.

"სამწუხაროდ, ეს დასკვნა ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, დასკვნის ერთ ნაწილში წერია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვისთვის სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადები. მე არ მესმის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, რომელიც თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მთავრობასა და პარლამენტს გადასახადების გაზრდა ურჩიოს", - თქვა ხადურმა.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით კი, სამუშაო პროცესში ნებისმიერ წინადადებას მოისმენენ.

"სამუშაო რეჟიმში ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერი წინადადება, თუმცა მგონია, რომ მედიაში განცხადებების კეთებას, სჯობს, სამუშაო პროცესი შედგეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეროვნული ბანკი მთავრობას მიმდინარე ხარჯების შემცირებას ურჩევს. 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები, დასკვნის სახით, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტში უკვე გადააგზავნა.

 

კომენტარები