რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ქართველების დეპორტაციაზე რუსეთს შეპასუხების ვადად 9 ოქტომბერი განესაზღვრა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ უწყებას ოფიციალურად დაუდასტურა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე ქართული მხარის მიერ მიმდინარე წლის 2 ივლისს წარდგენილი კომპენსაციის მოთხოვნის დოკუმენტის მიღება. საქმე 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას ეხება. როგორც ცნობილია, საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 70 320 000 ევროს ითხოვს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი კომენტარებისათვის სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 8 ივლისს გადაუგზავნა სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. საქართველოს პოზიციაზე შეპასუხების ვადად ევროპულმა სასამართლომ რუსეთს 2015 წლის 9 ოქტომბერი განუსაზღვრა.

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან 4 634 ქართველი გამოაძევეს.

 

კომენტარები