უსაფრთხოების სამსახური

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ცვლილებებს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების სამსახური იქნება საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურ დაწესებულებათა სისტემა. ცვლილებით ასევე განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი, მათი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.

 

კომენტარები