დინამო ევროპა ლიგაზე 2015

თბილისის დინამო სტუმრად გაბალასთან 0:2 დამარცხდა

დინამო თბილისი

9 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. საკუთარ მოედანზე 2:1 გამარჯვების შემდეგ, თბილისის დინამო აზერბაიჯანში გაემგზავრა და ადგილობრივ გაბალას დაუპირისპირდა.

გია გეგუჩაძის ფეხბურთელები შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტოქეზე უკეთეს შანსს მატჩის 88-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისური შეხვედრის მსგავსად, სადაც 51-ე წუთზე გიორგი გველესიანი გააძევეს, მსაჯმა აზერბაიჯანშიც დაატოვებინა დინამოელს მოედანი - ლაშა თოთაძემ წითელი ბარათი 71-ე წუთზე მიიღო.

მატჩის პირველი ნახევარი ისევე როგორც მთელი შეხვედრა, შეიძლება ითქვას რომ გაბალას უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად ამისა, დინამოელები კარს მშრალად ინახავდნენ იქამდე, სანამ 88-ე წუთზე ჯერ ზენიოვმა, შემდეგ კი რამდენიმე წუთში ანტონოვმა გაიტანეს და გეგუჩაძის გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შანსი დაუკარგეს.

კომენტარები