ბათუმის დინამო ევროპა ლიგაზე 2015

ბათუმის დინამო კვიპროსში ომონიასთან დამარცხდა 0:2

sportall.ge

ბათუმის დინამო ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, ბათუმელები კვიპროსში ომონიასთან 0:2 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სტადიონზე დინამომ კვიპროსული გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებდა.

მატჩის პირველი ნახევარი ფრედ - 0:0 დასრულდა, რაც ხელს ქართველ ფეხბურთელებს აძლევდა. მეორე ტაიმის 55-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ტეტუნაშვილი გააძევა და ბათუმელთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. მეკარე მიხეილ ალავიძემ გულონის დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ კვიპროსელთა 93-ე ნომერმა მაინც გაიტანა. 5 წუთში თავი შემბრიმ გამოიჩინა და საბოლოოდ შეხვედრა ასევე დასრულა - 2:0.

შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს, ბათუმელთა გარდა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი შეხვედრები გამართეს ცხინვალის ცხინვალმა და თბილისის დინამომ. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამწუხაროდ, ვერცერთი ქართული გუნდი ვერ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ სამივე გუნდის მატჩში, მსაჯებმა თითო-თითო ქართველი ფეხბურთელი გააძევეს.

კომენტარები