დინამო თბილისი - გაბალა

გაბალაში მომხდარ ფაქტს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში პროვოკაციად აფასებს

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანულ გაბალასა და თბილისის დინამოს გუშინდელ მატჩზე მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს. 

"ეს იყო პროვოკაცია, რომელიც იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განხეთქილების შეტანაში და იმ ურთიერთობების დარღვევაში, რომელიც ორ ხალხს შორის არსებობს. ეს იყო ფაქტიურად საპასუხო რეაქცია იმისა, რაც თბილისში მოხდა. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ მივმართავთ, რომ აღიკვეთოს ასეთი მოვლენები, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მივმართავ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს ფაქტი", - განაცხადა ელჩმა.

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"- "გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".

კომენტარები