ომარ შარიფი

83 წლის ასაკში ლეგენდარული მსახიობი ომარ შარიფი გარდაიცვალა

wikimedia.org

83 წლის ასაკში ლეგენდარული მსახიობი ომარ შარიფი გარდაიცვალა.

ომარ შარიფი 1932 წელს ეგვიპტეში დაიბადა. 1953 წელს პირველ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა. XX საუკუნის 60-იან წლებში კი დევიდ ლინის კლასიკად ქცეულ ფილმებში, „არაბი ლოურენსი" და „ექიმი ჟივაგო", მთავარი როლები შეასრულა.

შარიფი სამი ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობია, რომელიც ერთხელ ოსკარზეც იყო ნომინირებული.

ეგვიპტელი მსახიობი ქაიროს ერთ-ერთ საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები