შვაინშტაიგერის ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში

რუმენიგე: მანჩესტერ იუნაიტედთან შვაინშტაიგერის ტრანსფერი შევათანხმეთ

კარლ ჰაინც რუმენიგე

მანჩესტერ იუნაიტედმა მიუნხენის ბაიერნთან, ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ნახევარმცველმა რეკორდმაისტერთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ამავდროულად ინფორმაციას ადასტურებს იუნაიტედის ოფიციალური ვებგვერდი. ინგლისელთა თქმით, ფეხბურთელი ახლა სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ შვაინშტაიგერი იუნაიტედის ამჯამინდელი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, 2009-2011 წლებში ბაიერნში თამაშობდა.

ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე ეს წითელი ეშმაკების რიგით მეორე ხმაურიანი ტრანსფერი იქნება - მანამდე იუნაიტედმა პსვ ეინდჰოვენიდან 31 მილიონ ფუნტ სტერლინგად მემფის დეპაი შეიძინა.

კომენტარები