ე.წ კორტების სპეცოპერაცია

კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. 
არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

მხარეები დღეიდან მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, რაც ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვის ეტაპით დაიწყება. 

2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებულები არიან როგორც სპეცოპერაციის მონაწილე რიგითი სპეცრაზმელები, ასევე ხელმძღვანელები ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, ლევან ბეროძე, გიორგი ცააძე და გიორგი კვინიკაძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, ხოლო რიგითი სპეცრაზმელების საქმის განხილვა - ერთ წარმოებად მიმდინარეობს. 

კომენტარები