UEFA-ს სუპერთასი

საკრებულომ GFF-ს სუპერთასის 300 ბილეთის გამოყოფა სთხოვა

Nick Melia/Fb.com

ქალაქ თბილისის საკრებულომ ფეხბურთის ფედერაციას სუპერთასის თამაშზე დასასწრები 300 ბილეთის გამოყოფა სთხოვა. გიორგი ალიბეგაშვილის 2015 წლის 26 ივნისით დათარიღებული წერილი ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა.

"ბატონო ზვიად, გთხოვთ, ბარსელონასა და სევილიას შორის უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებად, რომელიც ტარდება თბილისში 11 აგვისტოს, თბილისის საკრებულოსთვის გამოყოთ:

1. 75-ლარიანი ბილეთი - 100 ცალი.

2. 35-ლარიანი ბილეთი - 100 ლარი.

3. 18-ლარიანი ბილეთი - 100 ცალი.

ანაზღაურება მოხდება ნაღდი ანგარიშსწორებით", - ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის წერილში, რომელსაც გიორგი ალიბეგაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას უგზავნის.

ტაბულა შეეცდება, ფეხბურთის ფედედაციისგან გაიგოს, გადასცა თუ არა მოთხოვნილი 300 ბილეთი თბილისის საკრებულოს.

აღსანიშნავია, რომ სუპერთასის ბილეთები ჯერ BILETEBI.GE-ს უნდა გაეყიდა, თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გუშინ სალაროებში დაიწყო. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ბილეთების შესაძენად რიგი სამი დღით ადრე დაიკავეს.

 

კომენტარები