სტიქია თბილისში

პრეზიდენტმა კახი კალაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ვიცეპრემიერმა ჯილდო 2015 წლის 13-14 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი "განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის" მიიღო.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი თანამშრომელი მედლით "მხედრული მამაცობისათვის", ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი "ღირსების მედლით" დააჯილდოვა.

თბილისის სტიქიიდან ერთი თვე გავიდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სტრუქტურების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების 40 თანამშრომელი კი სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინა.

 

კომენტარები