ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: მავნებელი ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული საბჭო გორში მოსახლეობას ხვდება. ანტიკორუფციული საბჭოს წევრები შეჩერებული პროექტების დათვალიერებას გეგმავენ. მოსახლეობასთან შეხვედრისას, ისინი რეგიონში ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებზე საუბრობენ. გარდა ამისა, ენმ-ის წევრები შეკრებილებს მიაწვდიან ინფორმაციას სამოქმედო გეგმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მათი ნაბიჯები გორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

"ამ მოძრაობის საბოლოო ამოცანა, რა თქმა უნდა, არის დღევანდელი მავნებელი ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით შეცვლა. ეს გულისხმობს მუდმივ დემოკრატიულ წნეხს ადგილობრივ ბიუროკრატიაზე, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული. ეს ნიშნავს ჩვენი გზავნილის მიტანას ამომრჩევლებამდე, ჩვენი ხედვისა, როგორ უნდა გამოიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან“ - განაცხადა ენმ-ის საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ.

დღის ბოლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ხურვალეთშიც გეგმავენ ჩასვლას. 

კომენტარები