საზღვრის გადმოწევა

გაგლოითი: სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას საზღვრები არ გადმოუწევია

0 კომენტარი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო არჩევნებს უკრაინა, ლატვია და პოლონეთი არ აღიარებენ ფოტო: ვალერი მელნიკოვი / RIA Novosti

საზღვრების გადმოწევას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა.

გაგლოითის თქმით, მოცემულ ადგილებში ე.წ. ცხინვალის რესპუბლიკის მესაზღვრეები დაგეგმილ სამუშაოებს აწარმოებდნენ და ცხინვალის ნიშნებს ამაგრებდნენ. გაგლოითი ქართულ მხარეს მოუწოდებს, რომ არ იქნება ზედმეტი, თუკი ე.წ. საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტიზაციის კომისია ერთობლივ მუშაობას დაიწყებს. მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში აღარავითარი პრობლემა არ შეიქმნება.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, არცერთი სასაზღვრო ნიშანი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის პერიმეტრზეა განთავსებული, არ მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.

"საქართველოს წარმომადგენლების გაბერილი საინფორმაციო ისტერიკა შეუძლებელია არ შეფასდეს, როგორც ვულგარული პროვოკაცია", - განაცხადა გაგლოითიმ.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ბაქო-სუფსის ნავთობსადენზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება.

"ეს არის გამოგონილი. BP-ის ოპერატორ კომპანიას შეუძლია დამოუკიდებლად მიმართოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას და ეჭვგარეშეა, რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის", - განაცხადა გაგლოითიმ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები