უბედური შემთხვევა

გლდანში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რუსთავი 2

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, გლდანში აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილის ჩამონგრევამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. გარდა ამისა, დაშავდა ოთხი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. 

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ხდება მოსახლეობის ევაკუაცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცხრასართულიან კორპუსს ჰქონდა 3-სართულიანი მიშენება და აფეთქების შედეგად სწორედ ეს ნაწილი ჩამოიშალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები