თვითმფრინავის ჩამოვარდნა

რუსეთში ТУ 95 ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა

RIA Novosti

რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში ТУ 95 ტიპის რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვარდა. თვითმფრინავი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა, მის ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ორი მათგანი დაიღუპა. 

წინასწარი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი ძრავების გაუმართაობა გახდა. ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მომხდარი უკვე მე-6 ასეთი ინციდენტია. 

კომენტარები