2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა

მერია: მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა

დავით ნარმანიას წერილი მოსკოვის მერს
facebook.com

თბილისის მერიის ცნობით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ყველა მონაწილე ქვეყნის სახელზე მომზადდა მოსაწვევები, რომლებიც შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა, თუმცა მოსკოვში მერიის დამზადებული წერილი არ გაგზავნილა. მერიის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რატომ აღარ გადაიგზავნა რუსეთში დავით ნარმანიას მოსაწვევი. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის სახელზე დაწერილი მოსაწვევი პირველი ივლისით თარიღდება.

"ძვირფასო ბატონო სერგეი სობიანინ, ჩემთვის დიდი პატივია, თქვენი და ორი თანმხლები პირის თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დაპატიჟება, რომელიც თბილისში 26 ივლისიდან, 1 აგვისტომდე გაგრძელდება."- წერია თბილისის მერიის მიერ მომზადებულ, მაგრამ შემდეგომ აღარ გადაგზავნილ მოსაწვევში.

"ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლებში დედაქალაქის მერიაში ყველა მონაწილე ქვეყნის სახელზე მომზადდა მოსაწვევები. ეს იყო ოლიმპიური ღონისძიებების ორგანიზების პროცედურით გათვალისწინებული ტექნიკური მხარე. მოსაწვევები გადაიგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მერიის, როგორც მასპინძელი დედაქალაქის ფუნქციაა, მოსაწვევების დამზადება. დაგზავნის პროცედურას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მონაწილე ქვეყნებში მოსაწვევები უკვე გაგზავნილია. მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა."- წერია მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები