კომუნალური ვაუჩერები

აბესაძე: კომუნალური ვაუჩერი 70 000 ქულაზე მეტის მქონეებს მოეხსნებათ

ირაკლი აბესაძე/სევდია უგრეხელიძე
საკრებულო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" და "ნაციონალური მოძრაობა" ხელმძღვანელებმა საკრებულოში ბრიფინგი გამართეს. როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომუნალური ვაუჩერით მოსარგებლე ადამიანების რიცხვის შემცირების თაობაზე იმსჯელეს. მისივე თქმით, კომუნალური ვაუჩერი, რომლითაც თბილისში 385 ათასზე მეტი ოჯახი სარგებლობდა, მხოლოდ იმ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ, რომლებსაც 70 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული.

"რაც შეეხება 180 ათასზე მეტ ადამიანს, რომელთათვის კომუნალური ვაუჩერი, ფაქტობრივად, საარსებო წყარო იყო და რომლებსაც სარეიტინგო ქულა 70 ათასზე მეტი აქვთ, ეს დახმარება მოეხსნებათ", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი მისი ქვემდებარე ორგანიზაციებისთვის ახალ-ახალი სახელფასო დანამატების დაწესების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სევდია უგრეხელიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხის გასაჩივრებას დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად ის სასამართლოში აპირებს.

 

კომენტარები