ნიქ ქეივი

მუსიკოს ნიქ ქეივის 15 წლის შვილი არტური დაიღუპა

independent.co.uk

მუსიკოს ნიქ ქეივის 15 წლის შვილი არტური დაიღუპა.

არტური სასექსის საგრაფოში კლდიდან ჩამოვარდა. ის ბრაიტონში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

არტური ნიქ ქეივის და სიუზი ბიქის შვილი და ერლ ქეივის ტყუპისცალი იყო.

ნიქ ქეივმა და მისმა მეუღლემ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ამ მძიმე პერიოდში ოჯახი განმარტოებას ითხოვს, რათა თავიანთ მოსიყვარულე, ბედნიერ შვილს გამოემშვიდობონ.

 

კომენტარები