ლიკა კიკიანის საქმე

საია: პროკურატურამ ლიკა კიკიანი ოფიციალურად დაზარალებულად სცნო

tabula

პროკურატურამ ლიკა კიკიანი ოფიციალურად დაზარალებულად სცნო - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის მტკიცებით, 6 ივლისს, ღამით, კუს ტბაზე პოლიციელებმა სცემეს და ტელეფონი დაუმტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ამ ინფორმაციაზე მოკვლევა მალევე დაასრულა და დაასკვნა, რომ კიკიანის ცემის ფაქტი არ დასტურდება. მოგვიანებით კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო.

სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, ლიკა კიკიანს მრავლობითი დაზიანებები აქვს. ამასთან დასკვნაში ეწერა, რომ ამასთან, დასკვნაში წერია, რომ ლიკა კიკიანის სიმთვრალის ხარისხი მსუბუქზე დაბალი იყო.

კიკიანის ადვოკატი ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის დადგენილებას ხვალ ჩაიბარებს.

კომენტარები