სტიქია თბილისში

მოქალაქე: ქართუ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, რვა მილიონ ლარს ჩარიცხავს

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის განცხადებით, ფონდი ქართუ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, დამატებით რვა მილიონ ლარს ჩარიცხავს.  

ბანკმა ქართუმ 13-14 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ ანგარიშზე 2.250.000 ლარი რამდენიმე კვირის წინ გადარიცხა.

ამასთან, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 18 ივნისს თქვა, რომ იმ თანხას, რასაც მთავრობა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ვერ მოიძიებს, თავად დაამატებს.

"რასაც ვერ შეძლებენ, ჩათვალეთ, რომ ყველა თანხა აქვთ. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები