საწვავის ფასები

კონკურენციის სააგენტომ ყველაზე დიდი 14.4 მილიონიანი ჯარიმა სოკარს დააკისრა

jvm.com

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის, 14.4 მილიონიანი ჯარიმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარს დააკისრა. სააგენტოს მტკიცებით დაჯარიმების მიზეზი 2008-2014 წლებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. ნავთობკომპანია ვისოლ პეტროლეუმი 10.4 მილიონიანი ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანსაღი კონკურენციის პირობების დანერგვის ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრუკლებით იკისრა.

დაჯარიმებული ნავთობკომპანიების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  1. სოკარი 14.4 მილიონი.
  2. გალფი 11.2 მილიონი.
  3. რომპეტროლი 10.9 მილიონი.
  4. ვისოლი 10.4 მილიონი.
  5. ლუკოილი 4.7 მილიონი.

სოკარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია. სოკარი ასევე ქვეყნის ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია. თუმცა წელს სოკარმა საქართველოში ერთ-ერთი ინვესტიცია, კერძოდ კი $700 მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეაჩერა. სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში წარმოშობილი პრობლემა გახდა. 

ანალიტიკოსების შეფასებით მთავრობის მიერ კომპანიების დაჯარიმებამ შესაძლოა ნავთობპროდუქტების ფასი გაზარდოს.

კომენტარები