თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტრომომარაგება შემდეგ უბნებს შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, პუშკინის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის, ხევის, ყიფიანის, ჭონქაძის, ბოტანიკის, მესხის და მთაწმინდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას, თიგიშვილის, ნოსტეს, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და შენგელიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და სურგულაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და უცნობის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სოფელ დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის, ფარნავაზის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, დიდგორის, იასამნის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის, გურიელის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ბარნოვის, შანიძის, ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, შერვაშიძის, ბოგდან ხმელნიცკის, ივერიელის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III მიკრორაიონის და რობაქიძის გამზირის მაცხოვრებლებს.

თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები