ზვიად გამსახურდიას საქმე

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა

burusi.wordpress.com

ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განახლდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ბიოლოგიური ექსპერტიზები. ასევე დაიკითხა მოწმეები.

"საზღვარგარეთ გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ. ასევე დაგეგმილია ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება, მოწმეთა დაკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. საქმის კვალიფიკაცია არის 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჩადენილს დაზარალებულის სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - აცხადებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია სუხიაშვილი.

 

კომენტარები