Stop Russia

ადვოკატი: ტაბულას პროდიუსერთან შეხვედრის შესაძლებლობას არ გვაძლევენ

ტაბულა

ტაბულას გენერალურ პროდიუსერს, ლექსო მაჭავარიანს, რომელიც დღეს მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს, ადვოკატს არ ახვედრებენ. ბექა ბასილაიას განცხადებით, მას ამ დრომდე დაკავებულთან არ ჰქონია პირდაპირი კომუნიკაცია.

„არღვევენ ფუნდამენტურ უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის შესახებ, ადვოკატის ყოლის უფლებებს, ადვოკატის ყოლის და რეკომენდაციის მიღების უფლებებს და არ მეძლევა ამ დრომდე საშუალება გავესაუბრო და გავიგო რა მოხდა", - განაცხადა ბასილაიამ.

ტაბულას ჟურნალისტის ინფორმაციით, ლექსო მაჭავარიანი ახლა საქალაქო სასამართლოსთან, პოლიციის მანქანაში იმყოფება.

კომენტარები