Stop Russia

ადვოკატი: ოქმში არ არის მოხსენიებული, რომ მაჭავარიანი პოლიციას შეურაცხყოფდა

ლექსო მაჭავარიანის დაკავება
ტაბულა

ტაბულას გენერალური პროდიუსერის, ლექსო მაჭავარიანის სასამართლო პროცესი უკვე ჩაინიშნა. სასამართლოში მოსამართლის მისვლას ელოდებიან. ლექსო მაჭავარიანის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით დაკავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ლექსო დაკავებულია სრულიად უსაფუძვლოდ, თითქოსდა ის შეურაცხყოფას აყენებდა იქ ადამიანებს და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას, მაშინ, როცა, არც დაკავების ოქმში და ახსნა განმარტებებში არ არის არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა მოხსენიებული.

ლექსო ამბობს რომ პოლიცია იქცეოდა სამარცხვინოდ და ეს არ არის შეურაცხყოფა, როდესაც პოლიცია ხელს უშლის აქციის ჩატარებას ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულს - ეს მართლაც სამარხცვინოა და ნიშნას, რომ მეც ახლა სამართალდარღვევას ჩავდივარ.

წინააღმდეგობას რაც შეეხება, ისინი აბსოლუტურად სანქცირებულად, კანონის შესაბამისად, მანიფესტაციების თავისუფლების - საქარველოს კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ. გზაც არ იყო გადაკეტილი. ცდილობდნენ უბრალოდ მაგიდის ჩამოღებას მანქანიდან, სადაც განათავსებდნენ სცენას, რაც კანონის მოთხოვნებში პირდაპირ ჯდება. შესაბამისად, პოლოციისთვის წინააღმეგობის გაწევაზე საუბარი არის აბსურდული.

ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას და ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც. თუმცა, ვფიქრობ, სასამართლო ამ შემთხვევაში იმსჯელებს წარდგენილი მასალების შესაბამისად და ჩათვლის, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ბასილაიამ.

კომენტარები