არა პანორამა თბილისს

ტაბულას ფოტოგრაფის ალექსანდრე გიორგაძის დაკავება

0 კომენტარი

ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე გუშინ პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე „არა პანორამა თბილისს" სულ ათი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, აქციის დანარჩენი 9 მონაწილე, წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული, მათ შორის ერთი კი - დამატებით, 45-ე მუხლით, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებას გულისხმობს ექიმის დანიშნულების გარეშე.

ამასთან, აქციის "არა პანორამას" მონაწილე, ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა, რომელიც დაკავებულთა შორის იყო, ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციაზე დაკავებული ოთხივე ქალი გამოუშვეს, ხოლო კაცები კი, სავარაუდოდ, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მისი თქმით, ოთხი გათავისუფლებული ქალიდან ორს ხელწერილი დააწერინეს, ორი კი - ხელწერილის გარეშე გამოუშვეს. შსს-ში არ აკონკრეტებენ, თუ ვინ გაათავისუფლეს დაკავებულთაგან, თუმცა აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობა არცერთ მათგანს არ მოხსნია და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

საკრებულოსთან დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები