აქცია STOP RUSSIA

სასამართლომ ტაბულას პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი გაამართლა. მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით, მაჭავარიანის მხრიდან ჩადენილი არცერთი სამართალდარღვევა არ დადასტურდა.

მთავრობის კანცელარიასთან ტაბულას გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი 18 ივლისს დააკავეს. მაჭავარიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებამდე ლექსო მაჭავარიანსა და აქციის სხვა ორგანიზატორებს სთხოვდნენ, ტერიტორიიდან გაეყვანათ მანქანა, რომელიც აქციისთვის საჭირო აპარატურით იყო დატვირთული. პოლიციელები არ ხსნიდნენ, რის საფუძველზე ითხოვდნენ მანქანის გაყვანას.

კომენტარები