NATO-რუსეთის ურთიერთობა

სააკაშვილი: პუტინი შესაძლოა ბალტიის ქვეყნებს თავს დაესხას

ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ბალტიის ქვეყნებს დაესხას თავს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა ინდეფენდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პუტინი ქვეყნების საზღვრებს პატივს არ სცემს. 

"მე ვიწინასწარმეტყველე 2008 წელს, რომ უკრაინა შეიძლებოდა შემდეგი გამხდარიყო, მის შემდეგ კი ბალტიის ქვეყნების ჯერი დადგებოდა", - აცხადებს სააკაშვილი. მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ დაესხმება პუტინი თავს ბალტიის ქვეყნებს, აზერბაიჯანს ან ისევ საქართველოს.

სააკაშვილის თქმით, პუტინმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ირონიულად იკითხა, რატომ აქვს ლიტვის პრეზიდენტს NATO-ს ორი ჟანგიანი თვითმფრინავის იმედი და მართლა ჰგონია თუ არა, რომ ალიანსი მისი ქვეყნისთვის იბრძოლებს. სააკაშვილის მტკიცებით, პუტინი შეპყრობილია იდეით - NATO-ს სიმტკიცე გამოსცადოს. 

კომენტარები