ტერორიზმი

თურქეთში ტერაქტის დროს დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა

AFP

თურქეთის ქალაქ სურუჩში გუშინდელი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრემიერის აჰმეთ დავუთოღლუს თქმით, დადგენილია თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა და მიმდინარეობს მუშაობა სხვა დამნაშავეთა გამოსავლენად. თურქეთის ხელსუფლება სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

აფეთქება ადგილობრივი კულტურის ცენტრის ეზოში მოხდა, სადაც ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად მოხალისეთა შეკრება მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ტერაქტი სწორედ ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა.  

კომენტარები